|
კომპანია "ყაზბეგის" პროდუქციის ექსპორტირება 1998 წლიდან დაიწყო. ძირითადი საექსპორტო ბაზარი თანამეგობრობის ქვეყნებია: რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი. "ყაზბეგის" ლუდისა და ლიმონათის შეძენა შეგიძლიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, კვიპროსზე, გერმანიაში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში-სულ მსოფლიოს 16 ქვეყანაში. ძირითადი საექსპორტო პროდუქტების - ლუდის, ლიმონათისა და ცივი ჩაის გარდა კომპანია ახდენს არომატიზატორების ექსპორტს. საექსპორტო გეოგრაფია ყოველწლიურად ფართოვდება."ყაზბეგი" პირველი ქართული კომპანიაა, რომლის პროდუქცია ერაყში გაიგზავნა. კლიენტებთან ურთიერთობისას კომპანია "ყაზბეგის" უმთავრესი პრინციპებია: პროდუქციის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა, იმპორტიორ კომპანიებთან ინდივიდუალური მიდგომა, თანამშრომლობის მოქნილი პირობები მყიდველის ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით.
გადმოტვირთეთ დოკუმენტები:
|