|
"ყაზბეგი-ფშაველი" კომპანია დაფუძნდა 2003 წელს, საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ხე-ტყის მოპოვება, გადამუშავება და რეალიზაცია, ტყის მასივის აღდგენა.
2005 წელს თელავის რაიონის სოფელ ფშაველში გაიხსნა ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო. წარმოებაში ინვესტირებულია ნახევარი მილიონი ევრო. ხე-ტყის გადამუშავების საქმეში საქართველოში ამ მოცულობის ინვესტიცია პირველად განხორციელდა.
ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 10 ათასი კუბური მეტრია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ხე-ტყის სახელმწიფო დეპარტამენტთან და "საქტყეპროექტთან", თელავის, ყვარლისა და ახმეტის რაიონების ტყის მასივებში ხდება ხეების აღრიცხვა. ტყის მასივებიდან მასალის გამოტანასთან ერთად, მოხდება ტყის კვლავწარმოება.
მისამართი: თელავის რაიონი, სოფელი ფშაველი თბილისი, 0112, მარცხენა სანაპიროს 7 ტელეფონი/ფაქსი: (+ 995 32) 95 22 03 pshaveli@mail.ru
"ფშაველი-ყაზბეგი" კომპანია დაფუძნდა 2005 წელს, საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია, მეცხოველეობა, მიწათმოქმედება, ყურძნის მოშენება, ტურიზმის განვითარება.
მისამართი: თელავის რაიონი, სოფელი ფშაველი თბილისი, 0112, მარცხენა სანაპიროს 7 ტელეფონი/ფაქსი: (+ 995 32) 95 22 03 topadze@kazbegi.com
|